დღეს მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა.
საშველს რომ აღარ მაძლევს
ხოლმე მამულზე ფიქრი,
ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი:-
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!!-
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ,-
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად-
ღალატიაო მაგგვარი ფიქრი.
/მუხრან მაჭავარიანი/