logo_geo
სტრასბურგში ქართული ფილმების კვირეული იგეგმება
- +

13 მაისი. 2020. 13:43

 

 

სტრასბურგში ქართული ფილმების კვირეული იგეგმება.

 

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქართული კინოხელოვნების მიმართ გამოჩენილი ინტერესის გათვალისწინებით, 9-15 მაისს, ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება საქართველოს თავმჯდომარეობის ვებგვერდზე ონლაინ ქართული ფილმები იხილოს. აღნიშნული ჩვენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში იმართება.

 

 

„9-15 მაისის პერიოდში, ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს, საქართველოს თავმჯდომარეობის ვებგვერდზე ონლაინ იხილოს შემდეგი ქართული ფილმები: ლანა ღოღობერიძის ფილმი - “ოქროს ძაფი“; ზაზა ხალვაშის ფილმი - “ნამე“; ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი - „კრედიტის ლიმიტი“; „აღლუმი“ - ნინო ჟვანიას ფილმი; ლევან თუთბერიძის ფილმი - „მოირა“; ლევან კოღუაშვილის ფილმი - „შემთხვევითი პაემნები“; დიმიტრი ცინცაძის ფილმი - “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე; სალომე ჯაშის, დოკუმენტური ფილმი - „დაისის მიზიდულობა“; რატი ონელის დოკუმენტური ფილმი - „მზის ქალაქი“.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტის დასაწყისში, სტრასბურგის კინოთეატრ Odyssée-ში ფართო აუდიტორიას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა 6 ქართული ფილმის ჩვენებას.

 

 

ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი კულტურული პროგრამის ფარგლებში, სტრასბურგში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის, გვანცა გაგნიძის კონცერტი სტრასბურგის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით, ასევე ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება და ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი, - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

 

big_banner
არქივი