logo_geo
„იუნესკო“ მოცარტზე და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე ელისო ბოლქვაძის ვიდეოლექციის შესახებ წერს
- +

27 მაისი. 2020. 18:02

 

 

ცნობილი პიანისტის და „იუნესკოს“ მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივამ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მხრიდან განსაკუთრებული მოწონება და აღიარება დაიმსახურა.

 

 

ელისო ბოლქვაძემ თავისი წვლილი შეიტანა გლობალურ განათლების კოალიციის ფარგლებში, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული საგანმანათლებლო სიძნეელების დაძლევას და ადაპტაციას ეძღვნება. პანდემიის შედეგად სკოლების დახურვის გამო მსოფლიოს გარშემო 1,2 მილიარდი მოსწავლე განათლების გარეშე დარჩა.

 

 

„განათლება არასდროს წყდება“ ამ სლოგანით ელისო ბოლქვაძე ჩაერთო „ტელესკოლის“ პროგრამაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა. მუსიკოსმა ქართველი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად ჩაწერა საგანმანათლებლო ვიდეოლექცია გენიალურ კომპოზიტორ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტზე და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე.

 

 

გლობალური საერთაშორისო დებატები დღეს მიმართულია იმისკენ, თუ როგორ შეიცვლება მსოფლიო პანდემიის შემდეგ. შექმნილმა ვითარებამ არ უნდა შეაჩეროს განათლების პროცესი და ინოვაციური მეთოდებით და ტექნოლოგიებით, გაგრძელდეს განათლების ეფექტური და კრეატიული გავრცელება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი