logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებების პროცესისთვის დაიწყოს მომზადება
- +

26 მარტი. 2024. 11:53

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში წევრობას, დროულად გადაიდგას და სამივე კანდიდატ ქვეყანას მიეცეს ერთნაირი შესაძლებლობები იმისათვის, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესში იყვნენ ჩართულები, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

 

„უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოლაპარაკებებისთვის მომზადება რომ დაწყებულიყო ამ ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთან მიმართებაშიც საჭირო, თუმცა საქართველოს აქვს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ არ ჩამორჩებოდეს არცერთ კანდიდატ ქვეყანას და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, რომ პოლიტიკური მსჯელობა გაიმართოს ამ საკითხზე, საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებების პროცესისთვის დაიწყოს მომზადება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი