logo_geo
ლევან კობიაშვილი: ჩემი თავისთვის არასდროს მიმიცია იმის უფლება, რომ რომელიმე ფეხბურთელისთვის რაიმე სახის დახმარება ან განცხადება მეთხოვა - ეს ჩვენი გზა და მეთოდი არ არის
- +

11 აპრილი. 2024. 23:37

 

 

„ჩემი თავისთვის არასდროს მიმიცია იმის უფლება, რომ რომელიმე ფეხბურთელისთვის რაიმე სახის დახმარება ან განცხადება მეთხოვა - ეს ჩვენი გზა და მეთოდი არ არის", - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფეხბურთელები აბსოლუტურად თავისუფლები არიან. თვითონ ძალიან კარგად იციან რას აკეთებენ და ძალიან კარგად იციან სად არის ჩვენი ქვეყანა და რა გზაზე დგას. მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო - თავი დაანებონ ფეხბურთელებს. მათთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდია, მათ ახლა სჭირდებათ მომზადება და ყოველდღიურად კონცენტრაცია იმ საქმისთვის, რა საქმესაც ემსახურებიან“, - აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი