logo_geo
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: კითხვაზე, რატომ არის ეს კანონპროექტი რუსული, პასუხი არის - იმიტომ. რა დაფასება უნდა ჰქონდეს ასეთ პოლიტიკოსს მოქალაქის მხრიდან?!
- +

12 აპრილი. 2024. 00:52

 

 

„კითხვაზე, რატომ არის ეს კანონპროექტი რუსული, პასუხი არის - იმიტომ. რა დაფასება უნდა ჰქონდეს ასეთ პოლიტიკოსს მოქალაქის მხრიდან?! „გორბის“ კვლევამაც დაადასტურა, რომ ესენი უფრო უკან წავლენ", - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„გავა რამდენიმე წელი, ჩვენ უფრო მეტად სრულყოფილი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდებით და სასაცილო იქნება, რომ ასეთი შეფასება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს ან პოლიტიკოსს, კანონპროექტის შინაარსში არ შემოდიოდეს და სპეკულირებდეს იმით, რომ კანონპროექტი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩისთვის მიუღებელია.

 

საქართველოს მოქალაქის მიერ არჩეული პოლიტიკოსი გველაპარაკება უცხო ქვეყნის წარმომადგენლით. შენ რომ გამოდიხარ საკუთარი მოქალაქეების წინაშე და აპელირებ ამ ადამიანების გამონათქვამებით და შინაარსობრივად არ უხსნი კანონპროექტს, რა დაფასება უნდა გქონდეს?!“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი