logo_geo
ოლაფ შოლცი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი იყო 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო
- +

12 აპრილი. 2024. 15:39

 

 

„გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი იყო 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი განვითარდეს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

 

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენისა და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, დისერტაცია დაიცავით დიუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. გერმანია საქართველოს 1992 წლიდან უჭერს მხარს მის ტრანსფორმაციაში, სოციალურ, ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის აშენების გზაზე. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ განვითარების, თანამშრომლობის საქმეში და გვახარებს მომავალი თანამშრომლობაც.

 

გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი იყო 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი განვითარდეს.

 

მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ, პირველ რიგში, ასევე სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ მთავრობის სურვილია, არამედ საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია“, - აღნიშნა შოლცმა.

 

 

big_banner
არქივი