logo_geo
რატი იონათამიშვილი ელენე ხოშტარიაზე: რუსული ფულით დაფინანსება გახარებს, ეს ამორალურობაა
- +

13 აპრილი. 2024. 20:41

 

"როდესაც შენ, თითქოს აპროტესტებ და ყველაფერს რუსულს ხელაღებით ებრძვი და ამ დროს რუსული ფულით დაფინანსება მხოლოდ გახარებს, ეს რას ნიშნავს ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასოს", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ხოშტარიას დაფინანსება პირველი შემთხვევა არ არის, ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის ამორალურობა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა.

 

 

big_banner
არქივი