logo_geo
მამუკა მდინარაძე: გამჭვირვალობის პირობაზე ვერ მივიღეთ დადებითი რეაქცია, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ბევრი საკითხი, დაფინანსება, პროექტი, გრანტი
- +

15 აპრილი. 2024. 11:53

 

 

„გამჭვირვალობის პირობაზე ვერ მივიღეთ დადებითი რეაქცია, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ბევრი საკითხი, დაფინანსება, პროექტი, გრანტი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

„შარშან წარმოდგენილი ორი კანონიდან არცერთი არ მივიღეთ და ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან. ასეთი მოცემულობა იყო, ჩვენი მხრიდან იყო დათქმა, რომ ჩვენ ამ კანონს არ მივუბრუნდებოდით, ხოლო დათქმა და მოცემულობა, რაც იყო დეკლარირებული ყველას მიერ, ოპოზიციის წარმომადგენლების, ენჯეო სექტორის წარმომადგენლების, დონორების მიერ, ამბობდნენ, რომ ისედაც ყველაფერი გამჭვირვალეა. ასევე იყო უამრავი შეხვედრა, როდესაც ამბობდნენ, რომ ის საკითხები, რაც გაუმჭვირვალე იყო, აღარ იქნებოდა. ჩვენ ამ პირობაზე ვერ მივიღეთ დადებითი რეაქცია, საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ბევრი საკითხი, დაფინანსება, პროექტი, გრანტი და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ამ ე.წ. შავი ფულის მიმოქცევის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები, რომ ისევე, როგორც აშშ-ში, სხვა ქვეყნებში ჩვენც ეს საკითხი დავარეგულიროთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი