logo_geo
მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ერთი სიტყვა ვერ თქვა ვერავინ, რატომ არის კანონი რუსული, ან - არაქართული
- +

15 აპრილი. 2024. 22:27

 

 

„ადამიანების გარკვეული ნაწილი დააჯერეს და ახლა ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ სამშობლოს იცავენ. ამ დროს ერთი სიტყვა ვერ თქვა ვერავინ, რატომ არის კანონი რუსული, ან რატომ არის კანონი არაქართული, ან რატომ შეიძლება იყოს არაქართული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ერთადერთი, რასაც კანონი ემსახურება ეს არის გამჭვირვალობა და ეს ემსახურება პრევენციას, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის, პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბების პრევენცია მოხდეს. თვითმიზანი არ არის მარტო გამჭვირვალობა, გამჭვირვალობას მერე მიზანი აქვს. მე მკითხეს, რატომ აიტკივეთ აუტკივარი თავიო - იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილი უნდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში ოქტომბერში, ამის შესახებ ცალკე ინფორმაცია იყო, ცალკე გაუმჭვირვალობა იყო, ამიტომ ვამბობდით შარშან, რომ კანონპროექტს აღარ დავაბრუნებდით. წელს დავაბრუნეთ იმიტომ, რომ მათი მხრიდან პირობა არ შესრულდა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობდა.. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო.

 

 

big_banner
არქივი