logo_geo
მიხეილ ყაველაშვილი: თუ მე კარგ საქმეს ვაკეთებ, დეკლარაციას შევავსებ და ყველა მოქალაქე გაიგებს ჩემი საქმიანობის შესახებ, გულშემატკივარი გამომიჩნდება. რა, სახელწოდება დამაზიანებს, თუ კეთილ საქმეს ვაკეთებ?
- +

15 აპრილი. 2024. 23:49

 

 

„თუ მე კარგ საქმეს ვაკეთებ, ჩემი პარტნიორი მაფინანსებს, მერქვას უცხო ძალის გამტარებელორგანიზაცია, რა პრობლემაა? დეკლარაციას თუ შევავსებ და ყველა მოქალაქე გაიგებს ჩემი საქმიანობის შესახებ, გულშემატკივარი გამომიჩნდება. რა, სახელწოდება დამაზიანებს, თუ კეთილ საქმეს ვაკეთებ?" - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

„ძალიან დამღლელი დღე გამოგვივიდა, დილის 9 საათიდან ვართ კომიტეტის სხდომაზე - მთავარი თემა, რაზეც მანამდეც მისაუბრია, სამართლებრივად გაკოტრებულმა ძალამ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა, ვერანაირ შინაარსობრივ მსჯელობაში ვერ შემოვიდნენ. შემდეგ თითქოს კონსტრუქციული გახდა არასამთავრობო სექტორის მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და თითქოს პატარა ბავშვები, ისე მსჯელობდნენ, რომ ეს სახელწოდება მათთვის მიუღებელია. თუ მე კარგ საქმეს ვაკეთებ, ჩემი პარტნიორი მაფინანსებს, მერქვას უცხო ძალის გამტარებელი ორგანიზაცია, რა პრობლემაა? დეკლარაციას თუ შევავსებ და ყველა მოქალაქე გაიგებს ჩემი საქმიანობის შესახებ, გულშემატკივარი გამომიჩნდება. რა, სახელწოდება დამაზიანებს, თუ კეთილ საქმეს ვაკეთებ?

 

მიზანზე დღეს მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა და არაერთხელ განვმარტეთ მანამდეც, რომ უკან გაწვეული კანონის შემდეგ იყო მათგან დაპირება, რომ იქნება გამჭვირვალე დონორების მხრიდან დაფინანსება, და არათუ გამჭვირვალე, უფრო მეტად გაუმჭვირვალე გახდა. მაგალითები იმიტომ მოვიყვანეთ - „კანვასი“, „ისფედი“ - ეს ორგანიზაციები თითქოს ყველაზე ღია უნდა იყვნენ, მაგრამ მათი ქმედებებიდან გამომდინარე დავინახეთ, რა ზიანი მიადგა ჩვენს საზოგადოებას. ეს ადამიანები პოლიტიკაში არიან ჩართულები, რადიკალურ ოპოზიციასთან შერწყმულები, დაფინანსების გამჭვირვალობა არ უნდათ, კანონზე ვერ მსჯელობენ, მუხლობრივად ვერ გადიან პროცესებს“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი