logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას საკუთარი აზრი არ გააჩნია
- +

20 აპრილი. 2024. 20:52

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსთან მიახლოება ოპოზიციას არ სურს, რადგან ის საქართველოში ძალიან ბევრს პროცესს გამჭვირვალეს ხდის.

 

ოპოზიციას საკუთარი აზრი არ გააჩნია. ოპოზიციის ყველა განცხადება არის, ის რომ არანაირ დისკუსიაში არ შემოვლენ. მათი ასეთი განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ არგუმენტები არ გააჩნიათ. მათი პოზიცია შეიძლება შეიცვალოს თუ საზღვარგარეთიდან გზავნილი შეიცვლება. 

 

ამ კანონის გარშემო სულ სხვა ვნებათაღელვაა ატეხილი და რეალურად, ამ კანონის შინაარსთან მიახლოება არავის სურს, რადგან ეს კანონი გამჭვირვალეს ხდის საქართველოში ძალიან ბევრ პროცესს, მათ შორის პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროცესს. ამიტომ არის, რომ ოპოზიციას არ უნდა პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა პროცესი ღია იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში.

big_banner
არქივი