logo_geo
ფედერიკა მოგერინი: საქართველოში ვითარება არის უკიდურესად პოზიტიური, ამიტომ...
- +

15 ნოემბერი. 2016. 12:49


საქართველოში შექმნილი ვითარება არის უკიდურესად პოზიტიური, ამიტომ საჭიროა ევროკავშირის მხრიდან ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდაჭერა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველოს და უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირისთვის პრიორიტეტია.


„ეს არის საკითხი, რომელიც განიხილეს არა მხოლოდ მინისტრებმა, არამედ მე წამოვჭერი შეხვედრის დასაწყისშივე მინისტრებთან. საქართველსოა და უკრაინის ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირისთვს პრიორიტეტია, რადგან საქართველომ უკვე დააკმაყოფილა ყველა მოთხვნა. არის გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მოდეს წინსვლა. მე ველოდები პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აქ. ყველამ განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება არის უკიდურესად პოზიტიური და იმედის მომცემი, ამიტომ საჭიროა ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა", - აცხადებს მოგერინი.




 

big_banner
არქივი