logo_geo
მამუკა მდინარაძე: იქნებ საღი აზრის ადამიანებმა გადაწონონ და დაარწმუნონ, რომ დამარცხებასაც უნდა ვაჟკაცურად შეხვედრა
- +

31 ოქტომბერი. 2021. 01:29

 

 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპონენტებს ურჩევს, თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში დამარცხებას შეეგუოს და აღიაროს.

 

"რეალურად, მოიკითხონ ახლა რა ამბები ხდება, სად იგებს, სად აგებს სინამდვილეში და ვერსად ვერ იგებს, ამას შეეგუონ. საღი აზრის ადამიანებმა იქნებ გადაწონონ ახლა და დაარწმუნონ, რომ დამარცხებასაც უნდა ვაჟკაცურად შეხვედრა, აღიარება და, ბოლო-ბოლო, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც, თუ დამარცხდები ამბობ, რომ დავმარცხდი და გილოცავ, მოგებული კანდიდატო. ამასთან თუ მივლენ, შეიძლება საღ აზრშიც დარჩნენ, ელექტორატი რაც ჰყავთ, შეინარჩუნონ, თორემ წინ უარჩევნო 3 წელია და საერთოდ გაქრებიან.

 

ერთადერთი შანსი აქვთ, ეს არის ჩემი რჩევა, თუ რამეში გამოადგებათ, დიდი სურვილი კი არ მაქვს ესენი რჩევებით ავავსო, მაგრამ ერთადერთი შანსი აქვთ, თავიანთ ამომრჩეველთან მართლები რომ იყვნენ, აღიარონ სიმართლე. გამორიცხულია, დამთავრდა ამ ქვეყანაში, რომ სიმართლეზე გაიმარჯვოს ტყუილმა, თან ისეთმა, რომელიც მორალთან ახლოსაც არ არის. კეთილი ტყუილებიც არსებობს, მაგრამ მათი ტყუილები ამორალურია - ესაა მთელი უბედურება. შეეგუონ ამას", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი