logo_geo
კახეთში კორონავირუსის 51 შემთხვევა გამოვლინდა
- +

6 დეკემბერი. 2020. 12:53

 

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 51-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 5 161-ს მიაღწია.

 

ეპიდემიოლოგების თქმით, ახალი ინფიცირებულები ამ ეტაპზე ბინაზე სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. სწორედ მათ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა მათი გადაყვანა კოვიდ-მიმღებ კლინიკებსა თუ კოვიდ-სასტუმროებში.

 

მუნიციპალიტეტებში ვირუსის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 360, თელავი -1 339, ყვარელი - 409, ლაგოდეხი - 680, გურჯაანი - 1 088, სიღნაღი - 303, დედოფლისწყარო - 425 და საგარეჯო - 557.

 

ბოლო ინფორმაციით, მკურნალობს 2 735, მათ შორის 2 518 დატოვებულია ბინაზე, 27 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 190 - კოვიდ კლინიკაში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი