logo_geo
სამეგრელოს რეგიონში ხანძრის სამი აქტიური კერა რჩება
- +

5 იანვარი. 2021. 14:34

 

 

სამეგრელოს რეგიონში ამ დროისთვის  ხანძრის სამი აქტიური კერა რჩება. მეხანძრე-მაშველები ხანძარს ებრძვიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში. ხანძარია ასევე მარტვილშიც, სალხინოს ტყეში. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.

 

აღნიშნული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 30 ჰექტარი ფართობი. ყველა დარჩენილ კერაზე ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

 

ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშიროება არ არსებობს. მუნიციპალიტეტებში ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სახელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი