logo_geo
ვახტანგ ჭარაია: გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მინიმალური ფასნამატის გადახდა უწევთ იმ პროდუქციაში, რასაც ყოველდღიურად ყიდულობენ
- +

4 დეკემბერი. 2023. 21:20

"გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მინიმალური ფასნამატის გადახდა უწევთ იმ პროდუქციაში, რასაც ყოველდღიურად ყიდულობენ," - ამის შესახებ ეკონომისტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დაბალი ინფლაცია პოზიტიურია.

 

 

„გასათვალისწინებელია, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის 1 %-ზე ნალებიანი ინფლაცია არ არის მისასალმებელი და დაგვჭირდება მომდევნო წლებში უფრო მაღალი ინფლაციის დაფიქსირება, იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა და მასთან მიბმული საკითხები იყოს უფრო მყარი და გრძელვადიანი“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

big_banner
არქივი