logo_geo
ვახტანგ ცინცაძე: ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება
- +

15 იანვარი. 2024. 14:28

 

 

„ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს რეკორდული იყო როგორც საგარეო სავაჭრო ბრუნვის, ასევე ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით,  განსაკუთრებით ხაზგასასმელია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები -  2023 წლის განმავლობაში ექსპორტის  9.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ რეკორდული მაჩვენებელი - 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრის მოადგილის  განცხადებით, ასევე რეკორდული იყო საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რომელიც  დაახლოებით 12.5% ით გაიზარდა და 21.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

„აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მოსახლეობით კეთილდღეობის და დასაქმების  ზრდას.  საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, არაერთ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები და ეს პროცესი ახალი ხელშეკრულებების გაფორმების მიმართულებით კვლავ გრძელდება“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

 

 

big_banner
არქივი