„სოკარ ჯორჯია გაზი“ დედოფლისწყაროს, მარტვილის, ხაშურის, ჩოხატაურისა და ზუგდიდის რაიონში მდებარე, ჯამში 150 კილომეტრის სიგრძის მილსადენებს შეიძენს.
უძრავ ქონებაში, რომელიც კომპანიას პირდაპირი შესყიდვის ფორმით გადაეცა, „სოკარ ჯორჯია გაზი“ 6 154 370 ლარს გადაიხდის.
მთავრობის განკარგულებით, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საფასურის გადახდა 2027 წლიდან უნდა დაიწყოს. თანხის დაფარვის საბოლოო თარიღად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.