logo_geo
ეროვნული ბანკი GITI-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა
- +

6 დეკემბერი. 2022. 00:37

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რიგით მე-12 რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვაში საუკეთესო უწყების ჯილდო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, GITI-ის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მასშტაბური ღონისძიებაა, მიზნად ისახავს საჯარო და კერძო პირებს შორის ეფექტური პარტნიორობის დამყარებას და კონკურენტუნარიანობის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით ხელშეწყობას.

აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს. მოხარულნი ვართ, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო GITI-ის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც რეგიონში ტექნოლოგიური მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციურია", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერმა, გიორგი შერმაზანაშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ბალტიის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლებმა.

big_banner
არქივი