logo_geo
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონიმიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა
- +

9 დეკემბერი. 2022. 00:55

6-8 დეკემბერს ქალაქ დუბაიში გაიმართა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონიმიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, ასევე თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საბაჟო და წარმოშობის წესები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა, ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებს შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ასევე, შემდგომი რაუნდის გამართვა საქართველოში 2023 წლის მარტში დაიგეგმა.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა თბილისში მიმდინარე წლის 26-28 სექტემბერს. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".

big_banner
არქივი