logo_geo
საქართველო - საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
- +

28 ოქტომბერი. 2023. 11:26

საქართველო - საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნა.

 

 

საბჭოს ამოცანა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ინვესტიციების წახალისება იქნება.

 

 

საბჭოს წევრებად წამყვანი ბიზნესები და ორგანიზაციები შეირჩნენ, რომლებიც შემდგომ ბიზნეს კავშირებს დაამყარებენ და ინვესტიციებს განავითარებენ.

 

 

სხდომას ორი ქვეყნის სხვადასხვა, მათ შორის ენერგეტიკის, უძრავი ქონების, მეტალურგიის, ინვესტიციების, ტურიზმის, ენერგეტიკის, სამშენებლო და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, შესაბამისი მემორანდუმი დღეს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს ფარგლებში გაფორმდა.

 

 

big_banner
არქივი