logo_geo
მიხეილ ხიდურელი: ჩინეთში ჩვენი ქვეყნის ცნობადობა არის მაღალი და შესაბამისად, პროდუქტისადმი ნდობა უჩნდებათ - ჩინეთი არის ერთ-ერთი ტოპ საექსპორტო ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის
- +

18 ნოემბერი. 2023. 21:34

 

 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩინეთში ჩვენი ქვეყნის ცნობადობა არის მაღალი და შესაბამისად, პროდუქტისადმი უჩნდებათ ნდობა, - ის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩინეთი არის ერთ-ერთი ტოპ საექსპორტო ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის, ამას მოწმობს სტატისტიკაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც კი მსხვილი ღონისძიებაა ჩინეთში, საქართველოდან საუკეთესო კომპანიები ესწრებოდნენ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

 

მან ჩამოთვალა ის პროდუქციები, რომლითაც ჩინეთში საქართველოს ყველაზე მეტად იცნობენ.

 

„პირველი არის ღვინო, შემდეგ თხილეული, სხვადასხვა ტიპის მინერალური წყალი და წვენი“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

 

 

big_banner
არქივი