logo_geo
ზლატან იბრაჰიმოვიჩი სან-რემოს ფესტივალზე იმღერებს
- +

2 მარტი. 2021. 18:28

 

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი, იტალიური სიმღერის ლეგენდარულ ფესტივალზე „სან-რემოზე“ გამოვლენ.

 

როგორც ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ დაწერა, სერბი და შვედი შეასრულებენ ჯგუფ „ნომადის“ („Nomadi“) კომპოზიციას „Io Vagabondo“ („მე – მაწანწალა“), რომელიც 1972 წელს შეიქმნა.

 

„ყველაზე ცუდად სიმღერა და ცეკვა ვიცი. იბრაც საშინელი მომღერალია. ყოველ შემთხვევაში, ხალხს გავაცინებთ“, – თქვა მიხაილოვიჩმა

 

სან-რემოს ფესტივალი 1951 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 2-6 მარტს ჩატარდება. იბრაჰიმოვიჩი და მიხაილოვიჩი 4 მარტს იმღერებენ.

 

https://1tv.ge/news/ibrahimovichi-san-remos-festivalze-imgherebs/

 

big_banner
არქივი