logo_geo
უცნობი ფაქტები ლეონარდო დიკაპრიოზე
- +

12 თებერვალი. 2017. 12:44



ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო 1974 წლის 11 ნოემბერს კალიფორნიაში დაიბადა.


დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო დასავლეთ გერმანიაში დაიბადა. სამსახიობო კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი „ამ ბიჭის ცხოვრება" იყო. მას მალევე მოჰყვა „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს", რისთვისაც დიკაპრიო პირველად წარადგინეს ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. 


წარმოგიდგენთ უცნობ ფაქტებს ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ.


ლეონარდომ ბავშვობა ღარიბ დასახლებებში გაატარა. ლოს-ანჯელესის ამ ტერიტორიებს ის „ჰოლივუდის გეტოებად" მოიხსენიებს.


ეკრანზე პირველად მაშინ გამოჩნდა, როდესაც რძისა და საღეჭი რეზინის რეკლამებში მიიღო მონაწილეობა.


„ჯანგოს" გადაღებების დროს დიკაპრიომ ხელი ჭიქის ნამსხვრევზე გაიჭრა და მოგვიანებით ნაკერების დადებაც დასჭირდა. თუმცა ამას არ შეუჩერებია მსახიობი. მიუხედავად სისხლდენისა, მან თამაში განაგრძო. მოგვიანებით ეს სცენა ტარანტინომ ფილმშიც გამოიყენა.


„უოლ სტრიტის მგელში"  მეთიუ მაკკონაჰის სცენა, სადაც ის მკერდზე ხელს ირტყამს და ღიღინებს, მსახიობის მიერ იმპროვიზებული იყო. როდესაც ეს სცენა ლეონარდო დიკაპრიომ ნახა, დაარწმუნა რეჟისორი, რომ ის ფილმში ჩაესვა.


„ტიტანიკში", კადრში, როდესაც ლეონარდო ქეიტ უინსლეტის გმირის, როუზის შიშველ სხეულს ხატავს, სინამდვილეში ლეონარდოს ხელების ნაცვლად ფილმის რეჟისორის, ჯეიმს კემერონის ხელები ჩანს.

 

 

 

ლეონარდოს შესთავაზეს დიკ გრეისონის/რობინის როლი სურათში „ბეტმენი სამუდამოდ" (1995), რომელზეც მსახიობმა უარი განაცხადა. მოგვიანებით პერსონაჟი ქრის ოდონელმა განასახიერა.


პარაშუტით ხტომისას აკრობატული მანევრების შესრულებისას მსახიობის პარაშუტი არ გაიხსნა - ვარსკვლავი სიკვდილს ინსტრუქტორმა გადაარჩინა.


ვლადიმერ პუტინი მისი ფანია. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს: ,,დიკაპრიოს თამამად შემიძლია ვუწოდო კაცი."


2004 წლის საარჩევნო პერიოდში აქტიურად გულშემატკივრობდა ჯონი კერის. იმისათვის, რომ ამ კანდიდატის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილიყო, ლეონარდომ 11 შტატში სპეციალური ტური მოაწყო და 20-ჯერ გამოვიდა სიტყვით, რომელშიც ბუშის პოლიტიკას აკრიტიკებდა და ხალხს ჯონი კერისათვის ხმის მიცემისაკენ მოუწოდებდა. აქტიურად იყო ჩართული ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაშიც.


ლეონარდომ, კეიტ უინსლეტსა და ჯეიმს კამერონთან ერთად, ფინანსურად უზრუნველყო „ტიტანიკის" ტრაგედიას გადარჩენილი მილვინა დინის ცხოვრება მოხუცთა თავშესაფარში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაიგეს, რომ ჩაძირული გემის მგზავრი მოსაგონარ ნივთებს ყიდდა საარსებო სახსრების საშოვნელად.


ფილმ „ცვლილებათა გზის" გადაღებების დასრულების შემდეგ, ლეონარდომ ქეით უინსლეტს ოქროს ბეჭედი უყიდა, რომელზეც ამოკვეთილი იყო გარკვეული წარწერა. უინსლეტის თქმით, იგი ბეჭედს დღემდე სათუთად ინახავს, მაგრამ მასზე არსებული წარწერის შინაარსს არ ახმაურებს.

 

 

 

მსახიობი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია და გარემოზე მზრუნველ ვარსკვლავთა სიებში მუდამ მოწინავე პოზიციებს იკავებს.


მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო ვარსკვლავის საყვარელი მსახიობები არიან. მისი თქმით, სანუკვარი ოცნება აუხდა როდესაც სტრიპმა და დე ნირომ მისი თამაში დადებითად შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ მერილ სტრიპმა დიკაპრიოს გენიოსიც კი უწოდა.


მსახიობს ჰოლივუდში გამოუსწორებელი მექალთანის სახელი აქვს. მას ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებდა ჟიზელ ბიუნდჰენთან და ბარ რაფაელისთან.


მისი საუკეთესო მეგობრები არიან ტობი მაგუაიერი, ქეით უინსლეტი და მარკ ოულბერგი.



 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი