logo_geo
ფაქტები ჯონი დეპზე
- +

26 თებერვალი. 2017. 12:47



ამერიკელი მსახიობი, სექსსიმბოლო და სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულთამპყრობელი, ჯონი დეპი 1963 წლის 9 ივნისს ამერიკაში დაიბადა. მამამისი, ჯონ კრისტოფერ დეპი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, ხოლო დედა, ბეტი სიუ პალმერი -  ოფიციანტი.


მაყურებელმა ის 1984 წელს ფილმ „A Nightmare on Elm Street"-დან გაიცნო. ფლობს ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს.

 

 

Description: ნაკლებდ ცნობილი ფაქტები ჯონი დეპზე

 

 

წარმოგიდგენთ უცდნობ ფაქტებს ჯონი დეპის შესახებ.


5 წლის ჯონი ასტრონავტობაზე ოცნებობდა.


ჯონს პატარაობიდან შოკოლადზე ალერგია აქვს.


13 წლის ასაკიდან აგროვებს გიტარის კოლექციას.


15 წლის ასაკში სკოლიდან წამოვიდა, რათა როკ მუსიკოსი გამხდარიყო. 2 კვირაში უკან დაბრუნდა, მაგრამ, დირექტორმა აღარ მიიღო და ურჩია, თავისი ოცნება აესრულებინა.


იყო გიტარისტი ჯგუფ „The kids"-ში.


მის სამსახიობო კარიერას ნიკოლას ქეიჯს უნდა ვუმადლოდეთ. სწორედ მან ურჩია მას მუსიკოსობის ნაცვლად, მსახიობი გამხდარიყო.


იგი თანამფლობელი იყო ღამის კლუბის The Viper Room, რომელიც 1993 წელს გაიხსნა. სწორედ ამ კლუბის წინ გარდაიცვალა მისი მეგობარი მსახიობი რივერ ფენიქსი ნარკოტიკების გადაჭარბებით გამოწვეული გულის უკმარისობისაგან.

 

 

Description: ნაკლებდ ცნობილი ფაქტები ჯონი დეპზე

 

 

ჯონი პლანეტის 100 სექსუალურ კაცს შორის მეხუთე ადგილს იკავებს.


ჯონი არის ტიმ ბარტონისა და ჰელენა კარტერის ბიჭის ნათლია.


ჯონი დააპატიმრეს, როდესაც ეჩხუბებოდა პაპარაცს, რომელიც მას ვანესას პარადისთან პაემნის დროს დაჰყვებოდა თან.


2008 წელს ჰიტ ლედჯერის სიკვდილის შემდეგ, მან ჯუდ ლოუსთან და კოლინ ფარელთან ერთად შეასრულა ლედჯერის გმირის ვარიაციები ფილმში „ექიმ პარნასის წარმოსახვა", რათა ფილმი დაემთავრებინათ. მსახიობებმა ამ ფილმიდან მიღებული შემოსავალი ლედჯერის შვილს მატილდას გადაურიცხეს.


დისნეის ხელმძღვანელობამ ჯონი კინაღამ დაითხოვა, რადგან მათ არ ესმოდათ, რატომ ასრულებდა ის მეკობრის როლს მსგავსი მანერით.


ფილმ „კარიბის ზღვის მეკობრეებში" ჯონის ხელზე ტატუ სპეციალურად დაახატეს. ფილმის გამოსვლის შემდეგ კი, ჯონიმ ზუსტად იგივე ნახატის მიხედვით ნამდვილი ტატუ გაიკეთა, იმ განსხვავებით, რომ ბეღურა სხვა მიმართულებით მიფრინავდა. სახელი „ჯეკი" კი მისი შვილის გამო დაიწერა და არა თავისი გმირის, მეკობრე ჯეკ ბეღურისა.

 

 

Description: კარიბის ზღვის მეკობრეები-ის სურათის შედეგი

 

 

ჯონი დეპი ფლობს სერიული მკვლელის, ჯონ უეინ გეისის ფერწერული ტილოების კოლექციას.


ჯონი დეპს უნდა ეთამაშა მთავარი როლი ლარი და ენდი ვაჩოვსკების გახმაურებულ ბლოკბასტერში „მატრიცა". თუმცა, საბოლოოდ, მთავარი როლი კიანუ რივზს ერგო.


ჯონი დეპის საყვარელი ქალაქი პარიზია. „პარიზში ჯადოსნური ატმოსფეროა. მისი ჰაერი შთაგონების წყაროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის", - ამბობს ის.

 

 

Description: ნაკლებდ ცნობილი ფაქტები ჯონი დეპზე

 

 

Description: johnny depp, dog, and book image

 

 

Description: johnny depp, sexy, and actor image

 

 

Description: johnny depp image

 

 

Description: johnny depp, kate moss, and couple image

 

 

Description: johnny depp, actor, and black and white image

 

 

 


 

big_banner
არქივი