პედიატრები მშობლებს აფრთხილებენ, რომ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების ხშირად მოხმარება, ბავშვების ჯანმრთელობას მოგვიანებით პრობლემებს შეუქმნის.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის წამყვანი პედიატრი, პროფესორი ელესტერ სატკლიფი ამბობს, რომ მშობლები ტემპერატურის დამწევ წამლებს ხშირად ბავშვს დაბალი სიცხის დროსაც აძლევენ. შედეგად კი იზრდება ასთმით დაავადების, თირკმელების, გულის და ღვიძლის დაზიანების რისკი.