logo_geo
მარად ახალგაზრდა ირაკლი ჩარკვიანი....
- +

5 მარტი. 2017. 13:24



1961 წლის 19 ნოემბერს, თბილისში ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა. „პირველი ორი კვირა ძალიან მძიმედ იყო, ფილტვების ანთებაც დაემართა, თუმცა საბედნიეროდ, „პენიცილინმა" გადაარჩინა", - იხსენებს გელა ჩარკვიანი. 6 წლის ასაკში, ოჯახის წევრები დარწმუნდნენ რომ ირაკლის სიმღერა შეეძლო, თუმცა საინტერესო მუსიკას ოდესმე თუ დაწერდა, გელა ჩარკვიანს ვერასდროს წარმოედგინა.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე უცნობ ფაქტს ირაკლი ჩარკვიანზე:


15 წლის ასაკში ირაკლი ჩარკვიანი „არიშ"-ში მღეროდა.


„ერთ დღეს ირაკლიმ გამოგვიცხადა, გასტროლები იწყებაო. გული შემიწუხდა, - 15 წლის ბიჭი, გასტროლზე, საქართველოს მასშტაბით, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იქნებოდა - მშიერი, გადაღლილი და ა.შ. მოკლედ, მაინც წავიდა.  ზაფხული იყო და ზღვაზე მივემგზავრებოდით. გზადაგზა „არიშის" აფიშა ბევრგან შეგვხვდა, რაც ბუნებრივია, გაგვიხარდა. მოკლედ, გაგრაში ვართ პლაჟზე და ვხედავ, ირაკლი მოდის. გამხდარი და გამწვანებული იყო. მივხვდი, გადაღლილი და მშიერი იყო. სად უნდა ჰქონოდა იმდენი დრო და ფული, რომ ისეთი კვება ჰქონოდა, როგორიც ოჯახში?! საგზური იქვე ავუღე, ჩვენთან დავტოვე და ცხადია, მომაგრდა კიდეც. მოკლედ, „არიში" ამით დამთავრდა", - იხსენებს გელა ჩარკვიანი.


ირაკლის ლექსების უმეტესობა 18-19 წლის ასაკშია დაწერილი, კალისიკურ სტილში. თემატიკა სხვადასხვაგვარი იყო - სიყვარული, პატრიოტიზმი და ცოტა ნარცისიზმი.


ირაკლის პირველი მოთხობა რომელიც დაიბეჭდა „ცალფეხშიშველი ბავშვია".


ირაკლიმ განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო.

 

 

მისი საეტაპო ნაწარმოები, რომელმაც სენსაცია გამოიწვია, იყო „შენ აფრენ". ეს გახლდათ ნამდვილი ნგრევა კულტურის შესაბამის ასპექტში და ახლის შენება. ამას იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ეს საკითხი პარლამენტშიც კი განიხილეს.


1989 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული - ძველი სათამაშოები.


ჩარკვიანი არის „რეაქტიული კლუბის" თანადამაარსებელი.


მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის „ორფეოსის სიკვდილი".


1994 წელს ჩარკვიანი დააჯილდოვეს პრიზით „საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი" კომპოზიციისთვის „მაწონი".


ირაკლის მუსიკაში ორი მთავარი მიმართულება აქვს: პირველი - მელოდიური, ლამაზი სიმღერები და მეორე - ცოტა მინიმალისტური, დადაისტური, ცოტაც ბავშვურ-ირაციონალური და ამავე დროს, რთულ ტექნო-რიტმებზე დასმული.


„ირაკლი თამამ ნაბიჯებს არასდროს ერიდებოდა. აბა, საკუთარ თავს მეფე რომ უწოდო, ესეც ხომ არ არის მარტივი საქმე?! მახსოვს, ეს პირველად სცენაზე თქვა, კონცერტის ბოლოს, როცა ტაშს უკრავდნენ, - გმადლობთ, გმადლობთ, თქვენი მეფეო", - ამბობს გელა ჩარკვიანი.


2006 წელის 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში.


 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი