logo_geo
„ქალს ჭადრაკი მირჩევნია“... - ბობი ფიშერი
- +

10 მარტი. 2017. 12:57


 

„ქალს ჭადრაკი მირჩევნია"... ეს სიტყვები ეკუთვნის მის ყოვლად უგროსმაისტერობას ბობი ფიშერს.

 

ბევრი მსმენა ამ ადამიანის აუტანელ ხასიათზე და მისი ქალებისადმი და, საერთოდ, ადამიანებისადმი არც თუ ისე კარგ დამოკიდებულებაზე, მაგრამ რას ვიზამთ? მისი ეს თვისებები სულაც არ აკნინებს მის სიდიადეს ჭადრაკის ლაბირინთებში", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ფირცხალავა წერს. 


„მე კარგად მახსოვს ბობი, მისი თამაშები და მამაჩემის ნერვიულობა, რადგან მამა არაპროფესიონალი, მაგრამ მაგარი მოჭადრაკე და ბობის ფანი იყო... ამიტომ ყველაფერი ვიცოდი ფიშერზე. ახლაც მახსოვს უამრავი მოარული ისტორია ამ გენიოსზე, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე დადიოდა.

 

სამწუხაროდ, ბობი ფიშერი ვარსკვლავური დაავადებით იყო შეპყრობილი. ის იყო საშინელი ეგოისტი, ნერვიული, ფსიქიურად გაუწონასწორებელი და შეზღუდული... დიახ, შეზღუდული იყო ყველაფერში, გარდა ჭადრაკისა... მხოლოდ ჭადრაკი იყო მისი ცხოვრების არსი...

 

ახლა რამდენიც არ უნდა „ვაგინო" ბობი ფიშერს, ეს მის გენიალობას უდავოდ ვერაფერს დააკლებს... 

 

1943 წლის 9 მარტს რეიკიავიკში დაბადებულა უდიდესი, ალბათ მე-20 საუკუნის N1 ამერიკელი მოჭადრაკე რობერტ, იგივე ბობი, ფიშერი, მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი ჭადრაკში. იგი 2008 წელს გარდაიცვალა", - წერს ფირცხალავა.


 

 

 

 


 

big_banner
არქივი