კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ირმის ნახტომში შავი ხვრელების რაოდენობა შეაფასეს. ირმის ნახტომში მეცნიერებმა რამდენიმე მილიონი შავი ხვრელი დაითვალეს, რომლებიც მზეზე დაახლოებით 13-ჯერ მძიმეა.
აღნიშნულ დასკვნებამდე ავტორები გალაქტიკის მასისა და ვარსკვლავური მატერიალების მასების თანაფარდობაზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რაც უფრო პატარაა გალაქტიკა, მით უფრო მეტი შავი ხვრელია მასში, რომლებიც მზეზე მძიმეა.
შავი ხვრელების დაახლოებით ერთი პროცენტი ორმაგ სისტემას წარმოადგენს. სწორედ ისინი არიან გრავიტაციული ტალღის ობსერვატორია LIGO-ს (Laser Interferometric Gravitational Observatory) ინტერესის სფერო.