logo_geo
„სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები“ - როგორ ხსნიან ბავშვები სიყვარულს
- +

16 მარტი. 2017. 21:14



ამერიკელმა მკვლევრებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?"  - ამ მცირე შეკითხვა-კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი.


ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება:


4  წლის ერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები."


4  წლის მერიენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე."


4 წლის ბილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს."


6 წლის რებეკა: „როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული."

 

6 წლის კრისი: „სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს სთხოვ."


6 წლის მარკი: „სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება."

 

7 წლის ნოელი: „სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს".

 

7 წლის კერენი: „როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა."


7 წლის დენი: „სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა."


8 წლის ჯესიკა: „თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული."


ეს - რაც შეეხებოდა ამ კითხვაზე პასუხებს, კონკურსში კი გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა. მის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო, ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო?


ბიჭუნამ მიუგო: „არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე..."


 

big_banner
არქივი