logo_geo
ჩარლზ ბუკოვსკის 10 რჩევა
- +

19 მარტი. 2017. 12:41



1. ნუ დასჯერდები მინიმუმს;


„მე მინდოდა მთელი მსოფლიო, ან არაფერი."


2. გიყვარდეს საკუთარი თავი;


„არასოდეს შევხვედრივარ ისეთ კაცს, რომელიც სიამოვნებით ვიქნებოდი."

 

3. იცხოვრე სავსე ცხოვრებით;


„საშინელება სიკვდილი კი არა, ის გამოფიტული სიცოცხლეა, რომელსაც ადამიანები სიკვდილამდე ატარებენ. ზოგიერთი ადამიანი არასოდეს გიჟდება, წარმომიდგენია, რა მოსაწყენი ცხოვრება აქვთ."


4. ნუ შეგეშინდება ტკივილის, მის გარეშე ბედნიერებას ვერ გამოსცდი;


„უნდა მოკვდე რამდენჯერმე, იმისთვის, რომ ნამდვილი ცხოვრება გამოსცადო."


5. იყავი ის, რაც ხარ და კომპლექსების გარეშე გამოხატე საკუთარი თავი;


„უმჯობესია გააკეთო მოსაწყენი რაღაცები საკუთარი სტილით, ვიდრე სახიფათო - სტილის გარეშე."


6. უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია;


"ზოგჯერ, როცა საწოლიდან დგები და გარეთ გასვლას აპირებ, ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, მაგრამ მერე გახსენდება რამდენჯერ გიფიქრია მსგავსი რამ და გეცინება."


7. ნუ შეგეშინდება სიკვდილის;


„სიკვდილი ჩემს მარცხენა ჯიბეში მიდევს. ზოგჯერ ამომაქვს და ველაპარაკები: გამარჯობა პატარავ, როგორ ხარ? როდის უნდა მესტუმრო? მზად ვიქნები."

 

8. გქონდეს თვითრწმენა;


„სამყაროს მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები ეჭვებით არიან სავსე."


9. ნუ მიიღებ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად;


„ზოგჯერ რაღაცები უბრალოდ უნდა გაატარო."


10. მარტოობაზე ბევრად უარესი რაღაცებიც არსებობს.


„რა თქმა უნდა, მარტოობაზე უარესი რაღაცებიც არსებობს, მაგრამ ამის გაცნობიერება დიდ დროს მოითხოვს, ხოლო, როცა აცნობიერებ, უკვე გვიანია."


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი