ანსამბლ „ქართული ხმების" დამფუძვნებელი და წევრი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ყოფილი ტელეწამყვანი გია ჭირაქაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.
გია ჭირაქაძე 1937 წლის 21 სექტემბერს დაიბადა. იგი წლების განმავლობაში იყო ანსამბლ „ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ „დიელოს" წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში.
მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
2016 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
გია ჭირაქაძე - 1943 წელი - გია ჭირაქაძის საოჯახო სურათებიდან
პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზკვარტეტი
გია ჭირაქაძე და ლალი ციციშვილი - გია ჭირაქაძის საოჯახო სურათებიდან
მარცხნიდან: კონსტანტინე პევზნერი, ალა კონსტანტინოვა, გია ჭირაქაძე, ოლგა ბგანი
გია ჭირაქაძე, ლილი გეგელია და სულიკო კოროშინაძე
მარჯვნივ: გია ჭირაქაძე - გია ჭირაქაძის საოჯახო სურათებიდან
ფოლკლორული ანსამბლი „ჟურნალისტი" - 1989 წელი
ანსამბლი „ქართული ხმები"
გია ჭირაქაძე - ჯემალ კასრაძის სურათებიდან
მარცხნიდან დგანან: გია ჭირაქაძე, ვასო ვასაძე. სხედან: ჯუმბერ ჩოლობარგია, რამინ აროშიძე.
მარცხნიდან დგანან: თემურ ჭკუასელი, ბიძინა ივანიშვილი, კახი კავსაძე. ზის: გია ჭირაქაძე.
გია ჭირაქაძის სახელობის ვარსკვლავის გახსნა - 2016 წელი