ცნობილია, რომ ალკოჰოლი და თამბაქო ჩვენი ჯამრთელობისთვის არ არის სასრგებლო, სპორტი და ჯანსაღი კვება საჭიროა ხანგრძლივი ცხოვრებისთვის, თუმცა ყოველ დღე გაუაზრებლად, ავტომატურად, მითებიდან გამომდინარე ვიქცევით არასწორად.
გთავაზობთ 10 მითს, რომელთა გამოც ყოვედღიურად შეცდომებს ვუშვებთ.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დამღლელი კვირის შემდეგ უქმეების ძილში გატარება დაკარგულ ენერგიას შეუვსებს. რეალურად კი, მეტად ენერგიული იქნებით თუ მხოლოდ 7-8 საათს იძინებთ ღამის განმავლობაში.
ადამიანები იმუნიტეტის ასამაღლებლად, კვების სურვილის გასაჩენად და ა.შ. საკუთარი გადაწყვეტილებით იღებსენვიტამინებს, რაც დაუშვებელია. ვიტამინები ექიმის დანიშნულებისამებრ უნდა მიიღოთ.
მითი: აუცილებელია დღეში 1-2-ჯერ დაბანა.
რეალობა: შხაპს იღებთ მხოლოდ მაშინ, როცა გჭირდებათ.
როცა ადამიანი გაციებულია და აცემინებს, გვერდზე გასვლა, ზურგის შექცევა და სხვა მისი ნებისმიერი მცდელობა ბაქტერიებისგან ვერ დაგიცავთ. როდესაც ადამიანი ავადაა, უნდა ცდილობდეს იყოს იზოლირებული.
მითი: კბილები ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გმოიხეხოთ.
რეალობა: კბილები დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს უნდა გაისუფთაოთ.
მითი: მიკროტალღური ღუმელი ანადგურებს ყველა საჭირო ვიტამინს საკვებში.
რეალობა: მიკროტალღური ღუმელის რადიაციას არ შეუძლია მოლეკულებისა და ატომების დაშორება და განადგურება.
მითი: მაღვიძარა გაღვიძების საუკეთესო საშუალებაა.
რეალობა: სწრაფი გაღვიძება ხმაურის საშუალებით თქვენი გონებისთვის ცუდია.
როდესაც სახლს ვალაგებთ გვგონია, რომ ყველაფერი იდეალურად დავასუფთავეთ, თუმცა ასე არ არის. დასუფთავებული სახლის ჰაერში ტრიალებს მტვრის უამრავი ნაწილაკი, რომელიც ალერგიის გამოწვევის შანსებს ზრდის.
თუ მზის სათვალე მაღალი ხარისხის მასალისგან არ არის დამზადებული, თქვენს თვალებს მზისგან არ იცავს.
ზურგჩანთა ნივთების გადასაადგილებლად საუკეთესო საშუალება გგონიათ? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თქვენი წელიდან 5 სანტიმეტრით მაღლაა აწეული და ყველა თასმა თუ ჯიბე შეკრულია.