logo_geo
დიდი ბრიტანეთის აუქციონზე ჰიტლერის ფოტოალბომი 41 ათას დოლარად გაიყიდა
- +

24 აპრილი. 2017. 12:34



New York Times-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის პირადი ფოტოალბომი გაიტანეს.


ფოტოალბომი ანონიმურმა მყიდველმა 41 ათას აშშ დოლარად შეიძინა. ალბომი 1945 წელს, საბჭოთა კავშირის ჯარისკაცმა ევა ბრაუნის საძინებელში, ჰიტლერის ბუნკერში იპოვნა. შემდეგ კი იგი ბრიტანელ ფოტოგრაფს ედვარდ დინსა და დიქტორ რიჩარდ დიმბლბის გადასცეს.


აუქციონის სახლის მფლობელის მეთიუ ტრედვენის განცხადებით, ცნობილი არაა ზუსტად, თუ ვინ უღებდა ჰიტლერს ფოტოებს.


ფოტოალბომი 18 ათას აშშ დოლარზე მეტადაა შეფასებული.





 

big_banner
არქივი