logo_geo
ვენესუელაში, 8 573 მუსიკოსის ერთდროულად დაკვრით, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარეს
- +

21 ნოემბერი. 2021. 11:27

 

 

ვენესუელას ახალგაზრდებისა და ბავშვების ეროვნულმა ორკესტრმა, რომელიც El Sistema-ს სახელითაა ცნობილი, რეკორდი დაამყარა. ღონისძიებაზე 8 573 მუსიკოსმა დაუკრა, რაც, აქამდე, მსოფლიოში არ მომხდარა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

ღონისძიების მიმდინარეობისას, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ საზოგადოებას წარუდგინა გინესის მსოფლიო რეკორდების სერთიფიკატი, რომელშიც აღნიშნულია, რომ El Sistema-მ რეკორდი მოხსნა.

 

El Sistema 350 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. ისინი 180 სხვასხვასხვა ორკესტრში არიან გადანაწილებულები.

 

წინა რეკორდი 2 წლის წინ, რუსეთში დამყარდა. მაშინ, 8 097-მა მუსიკოსმა დაუკრა სანქტ-პეტერბურგში.

 

 

 

big_banner
არქივი