logo_geo
ღვინო, კარტოფილი, შოკოლადი და ჰიალურონის დიეტის სხვა კომპონენტები ლამაზი კანისთვის
- +

4 თებერვალი. 2022. 13:07

 

 

მკაცრი დიეტები, რომლებიც თვეში 10 კილოგრამის დაკლებას გვპირდება, წარსულს ჩაბარდა. წონის ასეთი მკვეთრი კლება იწვევს: კვების დარღვევას, სტრესს, კანის არაჯანსაღ ფერს და თმის ცვენას. ახლა სულ უფრო პოპულარული ხდება კვების სისტემები, რომლებიც კურნავს სხეულს, სასარგებლო გავლენას ახდენს კანის, თმის, ფრჩხილების ხარისხზე და რაც მთავარია, არ აფუჭებს განწყობას დღის განმავლობაში.

 

არც ისე დიდი ხნის წინ, ველნესის მოყვარულებმა ყურადღება მიაქციეს მაღალი შემცველობის ჰიალურონის მჟავის დიეტას. ამ კვების სისტემის მიზანია არა რამდენიმე კილოგრამის დაკლება, არამედ კანის ტექსტურის და ხარისხის გაუმჯობესება.

 

ჰიალურონის მჟავა არის მაღალი მოლეკულური წონის პოლისაქარიდი, რომელიც შემაერთებელი, ეპითელური და ნერვული ქსოვილების ნაწილია, ეს კომპონენტი ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის სილამაზეზე. ამ სახის დიეტისას სხეული იღებს უფრო მეტ პროდუქტს ჰიალურონის მჟავის შემცველობით, რაც დადებითად აისახება გარეგნობაზე. რა საკვები უნდა იყოს მათ დიეტაში, ვინც აპირებს სხეულის შიგნიდან გაახალგაზრდავებას და ლამაზი და ბზინვარე კანის მიღებას?

 

კარტოფილი

იაპონიის პატარა სოფელ იუზური-ჰარას მცხოვრებლების ცხოვრების წესის შესწავლისას, აღმოჩნდა, რომ მათი ჯანმრთელი გარეგნობა ეკისრება კარგ ეკოლოგიას, დაბალი სტრესის დონეს და რაციონში დიდი რაოდენობით კარტოფილს. დიახ, ეს ბოსტნეული არის ჰიალურონის მჟავის, C ვიტამინის და ანტიოქსიდანტების წყარო. მსგავსი თვისებებით მდიდარია ტკბილი კარტოფილი-ბატატი. მნიშვნელოვანია, რომ კარტოფილი მოხარშული იყოს. მაგალითად, კარტოფილი ფრისგან, ტრანსცხიმების დიდი რაოდენობის გამო კანი მხოლოდ ზარალდება.

 

 

ბროკოლი

ბროკოლი არის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას. კანის სილამაზის, მარტივი და სწრაფი, სალათის რეცეპტი: ბროკოლი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.

 

წითელი ღვინო

ნებისმიერი დიეტის სასიამოვნო სიურპრიზია: ჭიქა წითელი ღვინო, სადილთან ერთად.

 

მუქი შოკოლადი

შავი შოკოლადი კარგია კანისთვის. დესერტი ნებადართული საკვების სიაშია.

 

წითელი ხორცი

წითელი ხორცი მდიდარია ჰიალურონის მჟავით, ხოლო წითელ ღვინოსთან ერთად არა მხოლოდ ვახშამია, არამედ თავის მოვლაც.

 

ნუში

ნუში იდეალური საკვებია. იგი შეიცავს მაღალი ხარისხის ცილას, ბოჭკოებს, ჯანსაღ ცხიმს, ვიტამინ E და ჰიალურონის მჟავას.

 

ციტრუსები

ციტრუსები ნახშირწყლებისა და ჰიალურონის მჟავის კარგი წყაროა.

 

ძვლის ბულიონი

პოპულარული წვნიანია. ბულიონისთვის იღებენ ძვლებს და რამდენიმე საათის განმავლობაში ხარშავენ. მაგალითად, ძროხის ძვლებს 24-დან 48 საათამდე ხარშვა სჭირდება. მიღებული ბულიონი ძალიან კარგია ძვლებისა და კანისთვის.

 

 

big_banner
არქივი