logo_geo
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომლებსაც მარტში მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელის
- +

11 მარტი. 2022. 12:17

 

 

ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ეს ექვსი ნიშანი მარტის თვეში მნიშვნელოვან ფინანსურ ცვლილებებს უნდა ელოდოს:

 

ვერძი

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლისთვის ვერძს უპრეცედენტო კეთილდღეობა და ფანტასტიკური იღბალი ექნება, 2022 წლის მარტი მათთვის რთული იქნება. პლანეტა ვენერა, რომელიც მართავს ფინანსურ სექტორს, აკავშირებს სატურნს სოციალური წინსვლის სექტორში. ეს ნიშნავს, რომ, მიუხედავად ვერძის ამბიციებისა და აქტიურობისა, მათი ძალისხმევა „შემცირდება“ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ ზუსტად იმ თანხის გამომუშავებას, რისი იმედიც გქონდათ. მაგრამ, კარგი ამბავიცაა: ვენერა ასევე პასუხისმგებელია თქვენს პარტნიორზე, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაეყრდნოთ მას. უპირველეს ყოვლისა, სატურნი სტაბილურობის განცდას მოგიტანთ, ხოლო თქვენი მეორე ნახევრის ფინანსური წარმატება თქვენც გამოგადგებათ.

კირჩხიბი

მარტი კირჩხიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვენერა დიდი ინვესტიციების სექტორში გაკავშირებთ. ასეთი კავშირი თქვენს პროექტს დიდ დაფინანსებას ან სახელმწიფოს გრანტს/სტიპენდიას მოუტანს. ასევე, ხშირად პლანეტების ასეთი პოზიცია მემკვიდრეობის მიღებას ან იპოთეკის/სესხის რეფინანსირებას გპირდებათ. ამ თვეში კირჩხიბებმა ფული ნამდვილად არ უნდა ისესხონ, მაგრამ ფინანსური ინვესტიციების მოზიდვა თქვენს პროექტში ან ოჯახში ნამდვილად შეიძლება.

თხის რქა

როგორც ჩანს, მარტის ბოლოს ბევრი თხის რქა ირწმუნებს ბედის ძალას. თვის ბოლოს ვენერა სატურნთან სახელფასო და პირადი რესურსების სექტორში იქნება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სატურნი თქვენი მმართველია, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური გამარჯვებები მხოლოდ თქვენს ინიციატივასთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, თქვენი ძალისხმევა დაფასდება და დიდ საჩუქარს მიიღებთ. ასევე, ფინანსური თვალსაზრისით კარგი პერიოდია თქვენი ოჯახისთვისაც, რაც, რა თქმა უნდა, თქვენზეც მოახდენს დადებით გავლენას.

ქალწული

ვენერა - თქვენი ფინანსური სექტორის მმართველი - მერწყულში აკავშირებს სატურნს, რომელიც თქვენს ყოველდღიურ მუშაობაზეა პასუხისმგებელი. გარდა იმისა, რომ ხარჯების სერიოზულად რეგულირება მოგიწევთ, შესაძლოა ხელფასიც შეიცვალოს სამუშაო პირობების გამო. ალბათ, მეტი სამუშაო იქნება ან კოლეგების გარკვეული ვალდებულებების აღება მოგიწევთ. არ იდარდოთ: ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც აპრილის შუა რიცხვებამდე დასრულდება. კარგი ამბავი ის არის, რომ მკაცრი სატურნი მართავს სიამოვნების, კრეატიულობის და ჰობის სექტორს თქვენს სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტ სიყვარულსა და ინტერესს გამოიჩენთ იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებთ, უფრო მეტ წარმატებასა და საჩუქარს მიიღებთ.

სასწორი

მარტი მნიშვნელოვანი თვე იქნება სასწორისთვის, რადგან ვენერა სატურნს დაუკავშირდება, რომელიც სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების სტატუსზეა პასუხისმგებელი. გაითვალისწინეთ, რომ ვენერა თქვენი მმართველია, რაც იმას ნიშნავს, რომ თვის ბოლოს თქვენ გახდებით უპრეცედენტო მომთხოვნი ადამიანი და შეძლებთ უძრავი ქონების, რემონტისა თუ ოჯახური პრობლემების მოგვარებას. მოვლენების განვითარების ორი შესაძლო სცენარია: ან უნდა გააკეთოთ სერიოზული ფინანსური გარღვევა და დაასრულოთ დაწყებული საოჯახო საქმეები (რემონტი, მიწის ყიდვა, აგარაკის გაყიდვა და ა.შ.), ან შეგიძლიათ სწრაფად დახუროთ სესხი, იპოთეკა. ნებისმიერ შემთხვევაში, მარტი არის თვე, როდესაც სასწორებმა უნდა გამოიყენონ წინდახედულობა და სწორად გაანაწილონ ოჯახის ბიუჯეტი.

ტყუპი

სასიხარულო ამბავი ტყუპებისთვის: მარტის ბოლოს სატურნი (სიმდიდრის მმართველი) და ვენერა (თქვენი ბიზნესის მმართველი) თქვენი დაწინაურების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების სექტორში შეერთდებიან. სავარაუდოდ, თქვენს პროექტთან ან სამუშაოსთან დაკავშირებით საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებთ და სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებთ.

 

 

 

big_banner
არქივი