მართალია, უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო მოექცა, თუმცა ეს ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ისტორიითა და კულტურით აქამდეც გამოირჩეოდა. უკრაინა დიდი ხანია, იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ღირსშესანიშნაობებით ადგილობრივებიც ამაყობენ და რომელსაც ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ.
სტატიაში უკრაინის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არ გცოდნოდა. ეს სტატია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.
თუ რუსეთის იმ ნაწილს არ გავითვალისწინებთ, რომელიც ევროპაში მდებარეობს, მაშინ უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა ტერიტორიის მიხედვით. უკრაინის ფართობი დიდ ბრიტანეთს თითქმის 3-ჯერ აღემატება.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთაგან ერთ-ერთი კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარია, რომელიც მე-11 საუკუნეში ააგეს.
უკრაინელები ყოველწლიურად ვიშივანკას დღეს აღნიშნავენ და ორიგინალურ ეროვნულ სამოსს ირგებენ.
ბორშჩი, რომელიც საქართველოშიც პოპულარული წვნიანია, უკრაინელებსაც ძალიან უყვართ. უკრაინაში სხვადასხვა სახის ბორშჩს ამზადებენ, რაც ინგრედიენტებზეა დამოკიდებული.
დღეს იმ ადგილს, სადაც ადრე აფთიაქი იყო და ფარმაცევტები მუშაობდნენ, „Gasova L’ampa“ ჰქვია და პატარა კაფე არის გახსნილი.
ე.წ. „სიყვარულის გვირაბი“ უკრაინის სოფელ კლევანში მდებარეობს. „გვირაბში“ რკინიგზა გადის, რომელზეც მატარებლები აქტიურად დადიან.
გარდა ამისა, მზესუმზირა უკრაინის ეროვნული ყვავილია. 1996 წელს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ქალაქ პერვომაისკის სარაკეტო ბაზაზე ქვეყნიდან ბირთვული იარაღის გატანის აღსანიშნავად მზესუმზირები დარგეს.
უკრაინა დღეს მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა, რაც მისი კლიმატითა და ნაყოფიერი მიწებით არის განპირობებული.
სამწუხაროდ, უკრაინული An-225 Mriya, რომელიც 1985 წელს შექმნეს, რუსეთთან ომს შეეწირა და ის რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ გაანადგურეს.
მეტროსადგური, სახელად Арсенальна, კიევში მდებარეობს და 1960 წელს ააგეს. ის დღემდე მსოფლიოს ყველაზე ღრმა მეტროსადგურია, რომელიც 105,5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.