logo_geo
ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგზავრა
- +

24 თებერვალი. 2021. 18:57

 

 

მომღერალი ლოლა წერეთელი მოსკოვში სამუშაოდ გაემგზავრა, ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ძალიან გაუჭირდა საქართველოში, ისევე, როგორც ყველა მომღერალს და ვინაიდან მას საბანკო კრედიტი აქვს გადასახდელი, გადაწყვიტა, მოსკოვიდან მიღებულ შეთავაზებას დათანხმებოდა.

 

„დიდი ხანია, მქონდა შემოთავაზება მოსკოვიდან. იქ არის ქართული რესტორანი „მცხეთა“, რომლის მფლობელიც ქართველი ბიზნესმენია, კარგი ადამიანი.

 

უნდა, რესტორანში ქართული გარემო ჰქონდეს და ქართული სიმღერები ისმოდეს. უცებ ვერ გადავწყვიტე, ძალიან ძნელია, დატოვო შენი სახლი, თბილი ლოგინი, შენი სააბაზანო, მეგობრები, შენი ქალაქი და წახვიდე უცხო გარემოში. ენობრივი ბარიერი არ მაქვს და რუსულადაც შესანიშნავად ვმღერი, მაგრამ მაინც მეძნელებოდა წასვლა. შემდეგ მივხვდი, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი“, - ამბობს ლოლა წერეთელი.

 

როგორც ლოლა წერეთელი საუბრობს, მისი სიმღერები მოსკოვშიც უყვართ და მასზე, როგორც მომღერალზე დიდი მოთხოვნაა.

 

„სასიამოვნოდ ვარ გაოცებული იმით, რომ თურმე მოსკოვშიც მიცნობენ და უყვართ ჩემი სიმღერა. უამრავი ადამიანი მოდის – ქართველები, რომლებიც დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობენ, სოხუმიდან, სამეგრელოდან, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩამოსულები, ასევე სომხები, ქურთები, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი რუსი დადის, რომლებსაც ძალიან მოსწონთ, როგორ ვასრულებ რუსულ სიმღერებს. წინასწარ უკვეთავენ მაგიდებს და ზოგჯერ დასვენების დღეებშიც მიწევს გამოსვლა, რადგან არის მოთხოვნა, რომ ლოლამ იმღეროს“, - ამბობს ლოლა.

 

როგორც მომღერალი აღნიშნავს, აქვს ბინები ბათუმსა და თბილისში, ახლა კი სურვილი გაუჩნდა, რომ ერთი ბინა მოსკოვშიც შეიძინოს და შემდეგ პატარა კაფე-ბარი გახსნას, რომელსაც „ლოლასთან“ ერქმევა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი