logo_geo
მაია ასათიანი: კომპლექსი მაქვს, ვასოცირდები სიკვდილთან
- +

5 აპრილი. 2021. 02:38

 

ჟურნალისტი მაია ასათიანი საავტორო წიგნზე გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს. ის განმარტავს, რომ წიგნი სიცოცხლესთან ასოცირდება.

 

„ყველაზე რთული იყო ბოლო თავის დაწერა, რომელიც ნუცაზეა და მქონდა დიდი პაუზა. წიგნში 25 თავია, 24 მქონდა დაწერილი. წერის შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ მივედი კომპიუტერთან. მახსოვს აივანზე ვიჯექი, დავიწყე წერა და გავედი ბოლოში.

 

თერაპიაა ერთგვარი, როგორც ამბობენ, ჩემი ყველაზე მტკივნეული, ყველაზე ტრაგიკული დღე როცა გამოვიდა ჩემგან, ცოტა გათავისუფლება მომცა, თუმცა, ამის დაწერა ემოციურად რთული იყო.

 

კომპლექსი მაქვს, ვასოცირდები სიკვდილთან და ეს ძალიან არ მომწონს. სადაც უნდა მივიდე, ძალაუნებურად საუბარი ტრაგედიასთან მიდის, რასთანაც დაკავშირებული ვარ. ასეთ დროს ნებისმიერი აზრი დამთრგუნავია – დადებითიც და უარყოფითიც. მაგრამ წიგნი სიცოცხლეზეა, გადარჩენაზეა, წიგნი იმაზეა, რომ ერთხელ შეიძლება მოკვდე და მერე ადგე და იცოცხლო, ამიტომ ჰქვია, „სიცოცხლე 25-ჯერ წამში“, – ამბობს ასათიანი გადაცემაში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი