logo_geo
თეონა კონტრიძე: ყველგან ჩაწყობით მოვხვდი...
- +

5 აპრილი. 2021. 18:40

 

მომღერალმა თეონა კონტრიძემ „იმედის დილის“ შოუში თავის ცხოვრებასა და გამოცდილებაზე ისაუბრა.

 

 

„მზიურის“ ქასთინგი როცა დაიწყო, მე ვიყავი 7 წლის და ეს გავიგე სკოლაში. დედაჩემთან მივედი და ვუთხარი, რომ ქასთინგი იყო.  წავედი და არ ამიყვანეს იმიტომ, რომ ხმა ფაქტობრივად არ მქონდა და ჩაწყობით მოვხვდი. სხვათა შორის, მე ყველგან  ჩაწყობით მოვხვდი, ჩემი ცხოვრების პირველ ეტაპზე მე არსად მიღებდნენ, არც „მზიურში“, არც „მეტროში“. „მეტროში“ უბრალოდ უსაქციელოდ მოვიქეცი, დავუტოვე დისკი და ვუთხარი, ეს ჩემი სიმღერებია და თუ გინდათ, მოუსმინეთ, მე ახლა სიმღერის თავი არ მაქვს. ძალიან ვულგარულად ვიქცეოდი, ყურადღების მიქცევის მიზნით“, - განაცხადა კონტრიძემ.

 

მისი თქმით, მან  მთავარი გამოცდილება „მზიურში“ შეიძინა.

 

„რეალურად „მზიურში“ უმაღლესი სკოლა გავიარე. ბგერის კულტურა, ანსამბლის კულტურა, ჰარმონიული აზროვნება, ეს ყველაფერი პირველ ეტაპზე მე მომცა „მზიურმა“, - ამბობს თეონა კონტრიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი