logo_geo
გიორგი გასვიანი: სულ რომ ყველაფერი დაკარგო, თავიდან შეგიძლია შექმნა...
- +

18 მაისი. 2021. 15:32

 

„ადამიანმა, რომელიც ძალიან ცუდ დღეში იყო ჩავარდნილი, ისეთი რაღაცეები გააკეთა, რომ შეცვალა ჩემი შეხედულებები კონკრეტული საკითხების მიმართ. “- ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ადამიანმა, რომელიც ძალიან ცუდ დღეში იყო ჩავარდნილი, მოწყვლად ჯგუფში შედიოდა, მხედველობა არ ჰქონდა და არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდა, ისეთი რაღაცეები გააკეთა, რომ შეცვალა ჩემი შეხედულებები კონკრეტული საკითხების მიმართ. უსინათლო, მარტოსულმა ადამიანმა შეინარჩუნა ღირსება, იუმორი, ბედნიერების შეგრძნება და თავიდან შექმნა ოჯახი. ამ დროს მივხვდი, რა უნდა მოხდეს ისეთი , რომ დავყარო ფარ-ხმალი და ვერ განვითარდე. ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი არის შესაძლებელი გამოსავლის პოვნა. ამ ადამიანმა მოახდინა ჩემში ყველაზე  დიდი გარდატეხა და მივხვდი, ის კი არ არის მთავარი, რაღაც არ დაკარგო და ამ დანაკარგმა ცხოვრება არ დაგინგრიოს, არამედ, ის, რომ სულ ყველაფერი რომც დაკარგო, თავიდან შეგიძლია შექმნა“, - ამბობს გასვიანი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი