logo_geo
კახა კალაძე: მითხრეს რომ ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი...
- +

14 ივნისი. 2021. 02:51

 

„გარდატეხის ასაკში სამტრედიის გუნდში მიტხრეს რომ ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი და უკეთესი იქნებოდა რომ ამ საქმიანობისთვის თავი დამენებებინა.“- ამის შესახებ, თბილისის მერი, კახა კალაძე გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.

 

 

„გარდატეხის ასაკში სამტრედიის გუნდში მითხრეს, რომ ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი და უკეთესი იქნებოდა რომ ამ საქმიანობისთვის თავი დამენებებინა. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, როდესაც მთელი გულით გადიხარ ვარჯიშობ და ამას გეუბნებიან. ძალიან გავბრაზდი და მქონდა მომენტი- აი გაჩვენებთ, თუ ვერ გამოვა ჩემგან ფეხბურთელი. წაგებას ვერ ვიტანდი, ყველაფერს ვაკეთებდი რომ არ წამეგო. მამამ ამის მერე წამომიყვანა თბილისში, მიმიყვანეს თბილისის დინამოს ბავშვთა შემადგენლობაში. დავიწყე ვარჯიში და იქიდან დაიწყო ჩემი წარმატებები. თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად მოვხვდი ძირითად შემადგენლობაში, შემდეგ იყო კიევის დინამო, ყველაზე პატარას მომიწია ნაკრებში თამაშიც. იტალიასთან გვქონდა თამაში მახსოვს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო დავით ყიფიანი, მე-15 წუთზე კახა ცხადაძემ მიიღო ტრავმა, სათადარიგო სკამზე გადმოიხედა და მითხრა კახა გაემზადეო, სრული შოკი იყო ეს ჩემთვის. მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად თამაში მომიწია. ამის შემდეგ, უკვე იყო კიევის დინამოში, ჩემპიონთა ლიგაში მქონდა რამდნეიმე-წლიანი ძალიან კარგი შეხვედრები ჩატარებული, ნახევარფინალშიც ვიყავთ, ამის შემდეგ კი იყო მილანი...“- ამბობს კახა კალაძე.

 

big_banner
არქივი