უდიდესი ქართველი ლოტბარი და ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი მიხეილ მცურავიშვილი „რეპორტიორთან“ საუბარში თანამედროვე ქალაქურ სიმღერებს აფასებს და ამობობს, რომ ქალაქური სიმღერის პეწი დაიკარა, რადგან მათში ზედმეტად შემოიტანეს ევროპული ინტონაციები.
„არ მომწონს ის, რომ ზედმეტად ევროპულად შეაზავეს, ის აღარცაა ქალაქური სიმღერა... ყველაფერში ევროპულის და ამერიკულის გარევა გაგონილა, კაცო?! რაღაც ევროპულით შეაზავეს ჩვენს ქალაქურში, რაღაცა ამერიკული სპირიჩუელზებით და, საბოლოო ჯამში, გაურკვეველი ნაზავი გამოვიდა. ჩვენ გვჭირს ეს უბედურება - წამხედურობა და მიმბაძველობა, რაც ძალიან ცუდია! მახსოვს, „გორდელა“ როცა წაგვიყვანეს აშშ-ში და ეკლესიებში გვამღერეს, გაგიჟდნენ ამერიკელები, ასეთი საოცრება არაფერი მოგვისმენიაო და, ახლა ჩვენ მათ ვბაძავთ. უცნაურია. ვერაფრით ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი...“ - აცხადებს მომღერალი „რეპორტიორთან“ საუბარში.
ინტერვიუ სრულად იხილეთ:
https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211899