„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ ხმებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინება. მისი თქმით, ის მიესალმება, თუ ოპოზიციის სცენარი ამ გზით განვითარდება
„მე პირადად მივესალმები, რომ ის ამ განულებული რეიტინგის მქონე ოპოზიციის ლიდერი გახდეს, ვინაიდან ოპოზიცია ამით კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდება და კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდება მათი მიზანი. გულწრფელად გამიხარდება, თუკი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის უფროსი გახდება! როგორ მოხდება ეს, ამას მე ვერ გეტყვით, რადგან ამას მათი უცხოელი პატრონები გადაწყვეტენ. ისე კი, არც ზურაბიშვილს და არც ოპოზიციას არავინ შეეკითხება, თუ როგორ და რა კონფიგურაციით მოუწევთ საარჩევნოდ გამოსვლა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
ინტერვიუ სრულად იხილეთ:
https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219007