logo_geo
ილია მეორე: უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად
- +

6 აპრილი. 2018. 23:33

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. სამძიმრის წერილი საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახან მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

 

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზასა და ბესარიონის უკვდავი სული. ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. იმქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთის სათნო საქმეებით შევეწიოთ“, – აღნიშნულია წერილში.

 

big_banner
არქივი