logo_geo
ნიგერიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 4 მილიონამდე დოზა მიიღო
- +

2 მარტი. 2021. 18:31

 

ნიგერიამ „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 3.92 მილიონი დოზა მიიღო. ცნობილია, რომ ვაქცინა დედაქალაქ აბუჯაში ჩაიტანეს. ამის შესახებ Associated Press წერს.

 

ნიგერია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 200 მილიონია, დასავლეთ აფრიკის მესამე ქვეყანაა, რომელმაც „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ განასა და კოტ-დ'ივუარიში მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე დაიწყო.

 

https://report.ge/world/nigeriam-astrazeneca-s-vaktsinis-4-milionamde-doza-miigho/

 

big_banner
არქივი