logo_geo
კარიბის ზღვაში მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა
- +

10 აპრილი. 2021. 10:24

 

კარიბის ზღვის აღმოსავლეთით, კუნძულ სენტ ვინსენტზე ვულკანი ამოიფრქვა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

ვულკანი 1979 წლის შემდეგ პირველად, 2020 წლის დეკემბერში გააქტიურდა. ამ დროის განმავლობაში, ვულკანური ფერფლი შეინიშნებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ამოიფრქვა და მიმდებარე სოფლებში ფერფლიც უფრო აქტიურად გავრცელდა. ამის გამო, 4 500 ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

ამ კუნძულზე ცეცხლმფრქვევ მთად ცნობილი „სუფრიერი“ 1902 წელს ამოიფრქვა. შედეგად, 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი