logo_geo
ისრაელმა „ჰამასის“ მეთაურების სახლები დაბომბა
- +

18 მაისი. 2021. 15:58

 

ისრაელის არმიის განცხადებით, ღაზას სექტორში სამხედროებმა „ჰამასის" მაღალი რანგის 12 მეთაურის სახლები დაბომბა, მათ შორის სამზე იერიში დღეს დილით მიიტანეს.

 

ისრაელის არმიის ცნობით, ეს სახლები სამხედრო მოქმედებების კოორდინაციისთვის ოპერატიული შტაბების ფუნქციებს ასრულებდნენ.

 

ამასთან, ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ორშაბათს ღაზას სექტორის სანაპიროსთან „ჰამასის“ წყალქვეშა ნავი გაანადგურეს, რომელიც ისრაელის ფლოტზე თავდასხმას ცდილობდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი